Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე მოსკოვში ჩავიდა


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს ჩავიდა მოსკოვში, სადაც საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად დაესწრება რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილეს. ილია მეორეს „ვნუკოვოს“ აეროპორტში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ვოლოკოლამელი ილარიონი და რუსეთის საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. რუსეთის საპატრიარქოს ვებსაიტის თანახმად, მოსკოვში ჩასვლისას ილია მეორემ განაცხადა, რომ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის გარდა, მისი ვიზიტის მიზანს ორი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკების გამართვა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG