Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი „ისტორიულ შეცდომად“ მიიჩნევს გაეროს ატომური სააგენტოს ანგარიშს


ირანი „ისტორიულ შეცდომას“ უწოდებს ანგარიშს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გამოაქვეყნა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ. გაეროს ამ სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა, ალი ასღარ სოლთანეიმ ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ უთხრა, რომ სააგენტოს დირექტორმა, იუკია ამანომ „ისტორიული შეცდომა“ დაუშვა თავისი ანგარიშით და „გადაუხვია ირანსა და ატომური ენერგეტიკის სააგენტოს შორის თანამშრომლობის კურსიდან“. გაეროს სააგენტოს ბოლო ანგარიშის შემდეგ, ირანის პარლამენტი აპირებს, გადასინჯოს სააგენტოსთან თანამშრომლობა. ცნობილი არ არის, თანხმდება თუ არა ირანი ამანოს წინადადებას, რომ გაეროს ექსპერტთა გუნდი ჩავიდეს თეირანში იმის გასარკვევად, სინამდვილეს შეესაბამება თუ არა მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანი მუშაობს საიდუმლო ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG