Accessibility links

„გუგლმა“ 500 000 დოლარი აჩუქა „ვიკიპედიას“


კომპანია „გუგლის“ დამაარსებელმა, ამერიკელმა მილიარდერმა სერგეი ბრინმა ნახევარი მილიონი დოლარი აჩუქა მედიაორგანიზაციას, რომელსაც ეკუთვნის პოპულარული საინტერნეტო ენციკლოპედია „ვიკიპედია“. სერგეი ბრინმა მეუღლესთან ერთად, საკუთარი ფონდიდან გაიღო დახმარება ფონდ „ვიკიმედიისათვის“, რომელიც აგროვებს სახსრებს უფასო, რეკლამისაგან დამოუკიდებელი ვებსაიტების შესაქმნელად. „გუგლი“ არის კომპიუტერული ძებნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG