Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა აძლიერებს ზეწოლას სირიის პრეზიდენტზე


იზრდება ზეწოლა სირიის მმართველ რეჟიმზე მოთხოვნით, ბოლო მოუღოს ძალადობას საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. არაბული ლიგა ეკონომიკური სანქციებით იმუქრება, საფრანგეთი კი გაეროს მოუწოდებს ახალი სანქციების მიღებისაკენ. პარასკევს სირიაში კიდევ 10-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული ძალადობის შემდეგად, რომელიც ახლავს რვა თვის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ამ ძალადობაში „ბანდებს“ ადანაშაულებს. არაბულმა ლიგამ შეაჩერა მასში სირიის წევრობა. დამასკი დაყაბულდა მის მოთხოვნას, რომ სირიის ტერიტორიაზე შეუშვას არაბი მეთვალყურეები, თუმცა, სირიელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი „ჯერ კიდევ სწავლობენ“ გეგმის დეტალებს.
XS
SM
MD
LG