Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ აკრძალა 22 ნოემბერს კიევის ცენტრში "თავისუფლების დღის" აღნიშვნა


კიევში სასამართლომ აკრძალა 22 ნოემბერს დედაქალაქის ცენტრში „თავისუფლების დღის“ - ანუ, ნარინჯისფერი რევოლუციის მორიგი წლისთავის აღნიშნვა. აქციის ჩატარების განაცხადი შეტანილი ჰქონდა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მონაწილეთა კოალიციას, ხოლო ცენტრში აქციის ჩატარებაზე უარს მოითხოვდა კიევის მერია. „თავისუფლების“ დღე შემოიღეს 2005 წელს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით, 2004 წლის შემოდგომის მოვლენების აღსანიშნავად. 2004 წელს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, განმეორებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც იუშჩენკომ დაამარცხა მეტოქე, ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი.
XS
SM
MD
LG