Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა აკრიტიკებს ევროპარლამენტის რეზოლუციას


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოთქვამს უკმაყოფილებას საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციით. განცხადებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "რესი" აქვეყნებს, გაკრიტიკებულია რეზოლუციის ტექსტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, "იმის მიუხედავად, რომ 2010 წლის აპრილში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის დასკვნას, რომელსაც ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა და რომელშიც ნათქვამია, რომ ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სწორედ საქართველომ დაიწყო, ამ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია.“ როგორც ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები განცხადებაში აღნიშნავენ, „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ რეზოლუციას აფასებენ როგორც მცდელობას, ნებისმიერი არაობიექტური მეთოდებით დაუბრუნონ საქართველოს დაკარგული პოზიციები".
XS
SM
MD
LG