Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი: ირანს წელიწადზე ნაკლები აშორებს ატომურ ბომბთან


ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის განცხადებით, წელიწადზე ნაკლები რჩება ეტაპამდე, როცა შეუძლებელი იქნება ირანის შეჩერება, შექმნას ბირთვული იარაღი. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, ბარაკმა განაცხადა, რომ ისრაელის ყურადღება მიმართულია ირანის ხელში ბირთვული იარაღის ყოფნის პერსპექტივისაკენ და ზომებისაკენ, რომელთა დროულად მიღებაც „საჭირო და შესაძლებელია“ ასეთ ვითარებაში. ბარაკის შეფასებით, გაეროს ატომური სააგენტოს მიერ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი, როგორც ჩანს, მუშაობს ბირთვული ბომბის შექმნაზე, გამოაფხიზლა მსოფლიოს ლიდერები და ბიძგი მისცა ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას. ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG