Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაიროში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება


ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში დღეს სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა ძალადობის დროს, როცა შეტაკება მოხდა პოლიციასა და საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა შორის.გამოსვლები ქაიროსა და სხვა ქალაქებში დაიწყო 19 ნოემბერს. მათი განახლება ეგვიპტეში გამოიწვია საზოგადოების ბრაზმა რეფორმების შენელებულმა გატარებამ და იმ შეშფოთებამ, რომ სამხედროები, რომლებიც დროებით მართავენ ქვეყანას, შეეცდებიან შეინარჩუნონ ძალაუფლება. სახელმწიფო სააგენტო „მენა“, ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შაბათის შეტაკებების დროს 676 ადამიანი დაშავდა, პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი, ბრბოს დასაშლელად. დღესვე ასობით ადამიანი შეიკრიბა ტაჰრირის მოედანზე, სადაც მოწყობილ გამოსვლებს მოჰყვა ეგვიპტის ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის დამხობა. გამოსვლები იყო ალექსანდრიაში და სუეცში. დღეს კაბინეტი ამ თემაზე იმსჯელებს. 28 ნოემბრისთვის ეგვიპტში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
XS
SM
MD
LG