Accessibility links

logo-print

ბაქოში დანით დაჭრეს ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი


რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, რომ რაფიქ თაგი, ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი, რომელსაც იცნობენ ისლამის კრიტიკით, ბაქოში დანით დაჭრეს. ცნობით, შინ მიმავალ თაგის თავს დაესხნენ და სულ მცირე ხუთი ჭრილობა მიაყენეს ზურგსა და კისრის არეში. ემუქრება. აზერბაიჯანის ხელისუფლების თანახმად, დაიწყო თაგიზე თავდასხმის საქმის გამოძიება. დაიკითხნენ თაგის ცოლი და ვაჟი. ჭრილობები, როგორც ანონიმმა ექიმმა განაცხადა, მის სიცოცხლეს არ ემუქრება. 2007 წელს თაგის ბაქოს სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სტატიის გამო, რომელშიც ისლამის და მოჰამედის მიმართ კრიტიკა იყო გამოთქმული.
XS
SM
MD
LG