Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პროტესტი გამოუცხადეს აშშ-თან შეთანხმებას


ათასამადე ავღანელი, უმეტესად უნივერსიტეტის სტუდენტები, გავიდნენ ქუჩაში ავღანეთის აღმოსავლეთში, რათა პროტესტი გამოეთქვათ ამ ქვეყანაში აშშ-ის სამომავლო დარჩენის შესახებ წინადადების მიმართ. გამოსვლა, რომლის მონაწილეებმა, ცნობით, დაწვევს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პორტრეტი, და გაჰყვიროდნენ ანტიამრიკულ ლოზუნგებს, მოჰყვა „ლოია ჯირგას“, ეროვნული კრების მხარდაუჭერას შესაძლებლობისათვის, რომ აშშ დიდი ხნით გაუწევს ავღანეთს დახმარებას უშიშროების სფეროში. კრების მხარდაჭერა, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთვის საზოგადოების მხარდაჭერას გულისხმობს, მოლაპარაკება წარმართოს აშშ-ის სამხედრო ძალების ავღანეთში დარჩენის თაობაზე 2014 წლის შემდეგაც, როცა საერთაშორისო ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას, ან დარჩება მხოლოდ დახმარების მისიით. თუმცა „ჯირგის“ მონაწილეებმა წამოაყენეს პირობებიც. თალიბანმა დაგმო შეთანხმება. კარზაი ახლა წარმართავს მოლაპარებას აშშ-თან, რათა შეიმუშაონ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.
XS
SM
MD
LG