Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პრორეფორმისტული გაზეთი აკრძალეს


ირანის სახელმწიფო სააგენტო ირნას ცნობით, ამ ქვეყანაში წამყვანი რეფორმისტული გაზეთი ორი თვით აიკრძალა, „სიცრუის გავრცელების“ გამო. სხვა დეტალი ცნობილი არაა. გაზეთმა „ეთემაადმა“ ახლახან გამოაქვეყნა ინტერვიუ პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მრჩეველ, ალი აქბარ ჯავანფექრთან, რომელიც პროზიდენტის კონსერვატულ ოპოზიციას აკრიტიკებს. განხეთქილება აჰმადინეჟადსა და მკაცრი ხაზის მომხრე პირებთან გაღრმავდა ბოლო ხანებში და მგრძნობიარე თემაა მომავალი, მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ. გაზეთი ადრეც არაერთხელ იყო აკრძალული.
XS
SM
MD
LG