Accessibility links

logo-print

ესპანეთში დღეს არჩევნები ეწყობა


ესპანეთში მიმდინარე არჩევნებში, მოელიან, რომ ხმის უფლების მქონე მოაქალაქეები მხარს არ დაუჭერენ სოციალისტებს. ხალხი ამ პარტიას ადანაშაულებს ეკონომიკურ კრიზისში. პრემიერ-მინისტრმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ გადაწყვიტა არ ჩაებას არჩევნებში მესამე ვადით, რადგან მისი მხარდამჭერების რიცხვი ძალიან შემცირდა ეკონომიკური დაღმასვლის პერიოდში. გამოკითხვებით, გამარჯვების შანსი აქვს სახალხო პარტიას, რომელსაც თავმჯდომარეობს მარიანო რახოი. ესპანეთის მოსახლეობა გაბრაზებულია სოციალისტებზე, რადგან მათ ვერ მოახერხეს თავიდან აეცილებინათ ეკონომიკური კრიზისი და მოუწიათ მომჭირნეობის ზომების გატარება, რასაც სოციალური დახმარების, ასევე სამუშაო ადგილების შეკვეცა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG