Accessibility links

logo-print

ქაიროს ცენტრალურ მოედანზე პოლიციამ იერიში მიიტანა დემონსტრანტებზე


ეგვიპტის უშიშროების ძალებმა იერიში მიიტანეს ქაიროს ცენტრალურ, ტაჰრირის მოედანზე, სადაც დემონსტრანტებმა კარვები დადგეს. ასობით პოლიციელმა გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები, რამდიმე ათასი დემონსტრანტის განსადევნად. თავდასხმისას დემონსტრანტები პანიკამ მოიცვა და მათ დატოვეს მოედანი, თუმცა მოგვიანებით მცირე ჯგუფებად, კვლავ მიბრუნდნენ.
ექიმების თანახმად, სამი ადამიანი დაიხოცა, მას მერე, რაც ორი პირი მოკლეს და ასეულობით დაშავდა ქაიროსა და სხვა ქალაქებში პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკების დროს.
გამოსვლები ქაიროსა და სხვა ქალაქებში დაიწყო 19 ნოემბერს. დემონსტრაციების განახლება გამოიწვია ეგვიპტის საზოგადოების ბრაზმა რეფორმების შენელებული გატარებისა მიმართ და იმ შეშფოთებამ, რომ სამხედროები, რომლებიც დროებით მართავენ ქვეყანას, შეეცდებიან ხელისუფლება შეინარჩუნონ. მთავრობამ ტელევიზიით გაავრცელა განცხადება, რომ ეს შეტაკებები გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, და რომ 28 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ტაჰრირის მოედანზე, წელს, გამოსვლებს მოჰყვა ეგვიპტის ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის დამხობა.
XS
SM
MD
LG