Accessibility links

logo-print

ესპანეთის ვადამდელ არჩევნებში კონსერვატული პარტია ლიდერობს


ესპანეთში გამართულ საპარლამენტო, ვადამდელ არჩევნებში, სახელმწიფო ტელეარხ „TVE-ს“ პროგნოზის თანახმად, დამაჯერებლად იმარჯვენ კონსერვატორები, სახალხო პარტია, რომელმაც წინასწარი ვარაუდით, 350 ადგილიდან 183 დაიკავა. ეს დღევანდლამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერის, მარიანო რახოისთვის აბსოლუტურ უმრავლესობას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეიძლება ნიშნავდეს. მარცხი განიცადა სოციალისტურმა პარტიამ. ხალხი ამ პარტიას ადანაშაულებს ეკონომიკურ კრიზისში. პრემიერ-მინისტრმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ გადაწყვიტა არ ჩაებას არჩევნებში მესამე ვადით, რადგან მისი პარტია ძალიან არაპოპულარული გახდა. ესპანეთის მოსახლეობა გაბრაზებულია სოციალისტებზე, რადგან მათ ვერ მოახერხეს თავიდან აეცილებინათ ეკონომიკური კრიზისი და მოუწიათ მომჭირნეობის ზომები გატარება, რასაც სოციალური დახმარების, ასევე სამუშაო ადგილების შეკვეცა მოჰყვა. დღევანდელი არჩევნების შედეგი, სოციალისტებისთვის, რომლებიც ბოლო შვიდი წელია მართავენ ქვეყანას, ყველაზე ცუდი შედეგია ფრანკოს დიქტატურის დამხობის შემდეგ, დემოკრატიის შემოღებიდან, 1975 წლიდან.
XS
SM
MD
LG