Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი გამორიცხავს ”სასწაულებს”


მარიანო რახოი, რომელიც ესპანეთის მომავალ პრემიერ-მინისტრად მოიაზრება, აცხადებს, რომ არ არის საჭირო ”სასწაულების” მოლოდინი მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეუდგება მუშაობას ესპანეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. მარიანო რახოიმ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით გაირკვა, რომ მემარჯვენე-ცენტრისტულმა ”სახალო პარტიამ” მანდატების უმრავლესობა მოიპოვა, რითაც დასრულდა სოციალისტების შვიდწლიანი მმართველობა ესპანეთში. მოელიან, რომ ესპანეთის 350 ადგილიან პარლამენტში ”სახალხო პარტია” 186 ადგილს დაიკავებს და ეს იქნება ყველაზე დიდი უმრავლესობა, რაც კი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში რომელიმე პარტიას ჰქონია. სოციალისტებმა ხმების დაახლოებით 29 პროცენტი მოიპოვეს და პარლამენტში 110 ადგილს დაიკავებენ. ესპანეთის მომავალი მინისტრთა კაბინეტის ამოცანა იქნება მომჭირნეობის ზომების გატარება ქვეყანაში, რომელიც ევროზონის სიდიდით მეოთხე ეკონომიკაა.
XS
SM
MD
LG