Accessibility links

ნიუ იორკში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს 27 წლის მოქალაქე


ნიუ იორკში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ხოსე პიმენტელი ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ გეგმავდა ტერაქტების მოწყობას. პიმენტელი ამერიკის მოქალაქეა. ის დომინიკის რესპუბლიკაში დაიბადა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებული ალ-ყაიდის მხარდამჭერია, თუმცა, ქსელთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია. ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას ის ალ-ყაიდის მიერ გამოცემული ჟურნალის დახმარებით აპირებდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედროების გარდა პოლიციელებზე თავდასხმასაც აპირებდა.
XS
SM
MD
LG