Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მოსკოვში ცესკოს შენობასთან აპირებს აქციის გამართვას


მოსკოვში დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ აქციის გამართვას სახელწოდებით - ”არჩევნების დაკრძალვა”. აქცია გაიმართება კამპანიის - ”ფიქტიური არჩევნები - კანონგარეშე!” ფარგლებში. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ”მემარცხენე ფრონტის” მოძრაობის კოორდინატორმა სერგეი უდალცოვმა განაცხადა, რომ აქცია მოქალაქეთა კრების ფორმით ჩატარდება და ის ხელისუფლებასთან შეთანხმებას არ საჭიროებს. ოპოზიციონერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივლენ სამგლოვიარო გვირგვინებით და მოითხოვენ უკანონო საპარლამენტო არჩევნების გაუქმებას, აგრეთვე - საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას. მოელიან, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დაურეგისტრირებელი პარტიების - ”სხვა რუსეთი”, ”სახალხო თავისუფლების პარტიისა” და მოძრაობა ”სოლიდარობის” წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG