Accessibility links

logo-print

დოკუ უმაროვი თურქეთს ემუქრება საპასუხო ზომებით


ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი დოკუ უმაროვი თურქეთს საპასუხო ზომებით ემუქრება თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე კავკასიელი მეამბოხის მკვლელობის გამო. ”კავკაზ ცენტრის” მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში უმაროვი აღნიშნავს, რომ მეამბოხეები რუსმა აგენტებმა მოკლეს, რომელთა მოქმედებასაც განზრახ არ შეუშალა ხელი თურქეთის საიდუმლო სამსახურმა. სექტემბერში სამი კავკასიელი მოკლეს სტამბოლში, მეჩეთთან ახლოს. რუსმა გამომძიებლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ორი მათგანი ჩეჩენი იყო და იყვნენ ეჭვმიტანილები მოსკოვის აეროპორტში აფეთქების მოწყობაში. ამ აფეთქებაზე და მოსკოვში მოწყობილ სხვა თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დოკუ იმაროვმა აიღო.
XS
SM
MD
LG