Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში შეტაკებებმა, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორ დღეში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ქვეყანა მალე გადავიდეს სამოქალაქო მმართველობაზე. შეტაკებები დღესაც გრძელდება კაიროს ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანზე. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 1750-მდე ადამიანი. სამინისტროს არ დაუზუსტებია, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მარტო დემონსტრანტები არიან, თუ პოლიციელები და ჯარისკაცებიც. ტაჰრირის მოედანი იყო საპროტესტო აქციების ეპიცენტრი თებერვალში, როცა მასობრივმა პროტესტმა პრეზიდენტ.ჰოსნი მუბარაქს აიძულა, გადამდგარიყო. ეგვიპტეში ერთ კვირაში, 28 ნოემბერს იმართება საპარლამენტო არჩევნები. დემონსტრანტები დროებით სამხედრო მთავრობას ადანაშაულებენ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში მას შემდეგ, რაც ახალ სამოქალაქო მთავრობას აირჩევენ. სამხედრო მმართველები უარყოფენ ასეთი გეგმის არსებობას.
XS
SM
MD
LG