Accessibility links

logo-print

ნინო კალანდაძე: საქართველოს აგვისტოს ომი არ დაუწყია


საქართველოს აგვისტოს ომი არ დაუწყია, რასაც ცალსახად ადასტურებს იურიდიული დოკუმენტები - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, რომელსაც შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარების გამო. კალანდაძის თქმით, საერთაშორისო დოკუმენტები ნათლად ასახავს და განმარტავს, თუ რა სურათი იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რამდენად მცირე იყო განვითარებულ მოვლენებში საქართველოს როლი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საუბარი არც პროვოცირებაზე უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მხრიდან ძალიან რთულია ისეთი დიდი სახელმწიფოს გამოწვევა, როგორიც რუსეთია. ”ქალბატონი რაისის მემუარებშიც არის საუბარი იმაზე, რომ ომი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი სწორედ კრემლში და კრემლის მიერ იყო განხორციელებული" - განაცხადა კალანდაძემ.
XS
SM
MD
LG