Accessibility links

ავღანეთი აგზავნის ოფიციალურ დელეგაციას რაბანის მკვლელობის გამოსაძიებლად


ავღანეთი ოფიციალურ დელეგაციას აგზავნის პაკისტანში, ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ავღანეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობის გამოსაძიებლად. ქაბულში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრესმდივნის განცხადებით, მეზობელი პაკისტანი თანახმაა, მიიღოს დელეგაცია, რომლის წევრებს შორისაც არიან ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაზვერვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები. დელეგაცია ხვალ მიემგზავრება ისლამაბადში. რაბანი სექტემბერში მოკლა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რის შედეგადაც შეჩერდა თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ მიმართული ძალისხმევა. ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მკვლელობა დაგეგმილი იყო პაკისტანში და განხორციელდა პაკისტანელის მიერ.
XS
SM
MD
LG