Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს 14 ჯარისკაცი


პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა 14 ჯარისკაცი მოკლეს სამხრეთ-დასავლეთში მოწყობილი იერიშის შედეგად. სამხედროების ცნობით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საზღვრის დამცველთა გასამხედროებულ ჯგუფს ბალუჩისტანის პროვინციაში, მოკლეს 14 და დაჭრეს 10 ჯარისკაცი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ადგილობრივმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, ბალუჩისტანის გათავისუფლების არმიამ, რომელიც აცხადებს, რომ მოკლა 40 ჯარისკაცი. ბალუჩისტანელი ექსტრემისტები რამდენიმე ათწლეულია, იბრძვიან მთავრობის წინააღმდეგ რეგიონისათვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებისა და მისი ბუნებრივი წიაღისეულით მიღებული შემოსავლების უფრო დიდი წილის გამოყოფის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG