Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება დაპირისპირება კაიროში, ტაჰრირის მოედანზე


კაიროში გრძელდება შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ ცოტა, 22 ადამიანია მოკლული კაიროს ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანზე მას შემდეგ, რაც შეტაკებები დაიწყო შაბათს საღამოს. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ქვეყანა მალე გადავიდეს დროებითი სამხედრო მმართველობიდან - სამოქალაქოზე. ნათელი არ არის, მსხვერპლი დემონსტრანტებს შორის არის, თუ პოლიციელებისა და ჯარისკაცების რიგებშიც. არაბული ლიგის თავმჯდომარე ნაბილ ალ-არაბიმ დღეს შეშფოთება გამოთქვა ტაჰრირის მოედანზე სისხლისმღვრელი შეტაკებების გამო და ყველა პოლიტიკურ ძალას მიმართა მოწოდებით, წინ წაწიონ დემოკრატიული პროცესი. ტაჰრირის მოედანი იყო საპროტესტო აქციების ეპიცენტრი თებერვალში, როცა მასობრივმა პროტესტმა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს აიძულა, გადამდგარიყო. ეგვიპტეში რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს იმართება საპარლამენტო არჩევნები. დემონსტრანტები დროებით სამხედრო მთავრობას ადანაშაულებენ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში მას შემდეგაც, რაც აირჩევენ ახალ სამოქალაქო მთავრობას. სამხედრო მმართველები უარყოფენ ასეთი გეგმის არსებობას.
XS
SM
MD
LG