Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის მთავრობამ გაწყვიტა ფინანსური კავშირი ირანის ბანკებთან


ბრიტანეთის მთავრობამ დააწესა ირანის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი ფინანსური სანქციები ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო: ლონდონმა გაწყვიტა კავშირი ბრიტანეთის საფინანსო სექტორსა და ირანის ბანკებს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, ჯორჯ ოსბორნის დღევანდელ განცხადებაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დღეიდან შემოიღებს ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს. სანქციებს ის ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად აამოქმედებს.
XS
SM
MD
LG