Accessibility links

logo-print

ეგვიპტის კაბინეტმა გადაგომის განცხადება შეიტანა


ეგვიპტის მთელმა კაბინეტმა განცხადება შეიტანა თავისი გადადგომის თხოვნით, რაც მოჰყვა კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეტაკებებს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რაც უკვე მესამე დღეა გრძელდება. საპროტესტო აქციპებს მონაწილეები დემოკრატიულ ცვლილებებს მოითხოვენ. კაბინეტის წარმამადგენელმა, მოჰამედ ჰეგაზიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის, ესამ შარაფის მთავრობამ გადადგომის თხოვნით მიმართა შეიარაღებული ძალების უზენაეს საბჭოს. ჰეგაზის თქმით, მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, სანამ გადადგომა დამტკიცდება. შარაფის მთავრობა გააკრიტიკეს უუნარობის და სამხედროებზე დაქვემდებარების გამო.
XS
SM
MD
LG