Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ირანის ბანკებთან


ბრიტანეთის მთავრობამ დააწესა ირანის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი ფინანსური სანქციები ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო: ლონდონმა გაწყვიტა კავშირი ბრიტანეთის საფინანსო სექტორსა და ირანის ბანკებს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, ჯორჯ ოსბორნის დღევანდელ განცხადებაში. გადაწყვეტილების თანახმად, ბრიტანეთის ყველა საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტმა უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა და საფინანსო ოპერაციები ირანის ყველა, მათ შორის ცენტრალურ ბანკთან. იუწყებიან აგრეთვე, რომ აშშ-ის ფინანსთა უწყების თქმით, ვაშინგტონი დღეს დააზუსტებს ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად ახალ ნაბიჯებს. ბრიტანეთის პრემიერის, დავიდ კამერონის წარმომადგენლის თქმით, ბრიტანეთმა სანქციების ამოქმედება შეათანხმა აშშ-თან და კანადასთან.
XS
SM
MD
LG