Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტის პრესის საკითხებში მრჩეველს ერთწლიანი ციხე მიუსაჯეს


ირანის ოფიციალური სააგენტოს, ირნას ხელმძღვანელს, რომელიც ამავე დროს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მრჩეველიცაა პრესის საკითხებში, ერთწლიანი ციხე მიუსაჯეს, რის მიზეზადაც გამოაცხადეს, „ისლამური ნომრებისთვის შეუფერებელი მასალების გამოქვეყნება“. ალი აქბარ ჯავანფექრს, ამასთან, აუკრძალეს სამი წლით ჟურნალისტური საქმიანობა. ჯავანფექრმა ოფიციალურ სტატიაში დაწერა, რომ ქალის სრული, შავი ფერის საბურველი, ჩადრი, არ არის ირანში ადრიდანვე ცნობილი, და რომ ის უცხოეთიდან შევიდა ამ ქვეყანაში. ჯავანფექრი ბოლოა აჰმადინეჟადის იმ ათეულობით მოკავშირეთაგან, რომლებიც სამიზნეში ამოიღეს მკაცრი ხაზის მოხრე კონსერვატორებმა, რომელთა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დაძაბულობა აშკარაა. კვირას ორი თვით დახურეს პრორეფორმისტული გაზეთი, რომელშიც ჯავანფექრის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის აჰმადინეჟადის ოპონენტებს აკრიტიკებდა.
XS
SM
MD
LG