Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების სპეცაღრიცხვის განყოფილების უფროსი


საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დღეს განაცხადა, რომ დაკავებულია ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების სპეცაღრიცხვის განყოფილების უფროსი ნონა ქირია. გამოძიების ინფორმაციით, ქირიამ მსჯავრდებულის დედას შეწყალების კომისიაში საქმის მოგვარების სანაცვლოდ 70 ათასი ლარი გამოსძალა. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის განმარტებით, დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG