Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაირკვევა სპორტის სასახლეში ჩატარდება თუ არა ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს თბილისის სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დღეს უნდა გასცეს ოფიციალური პასუხი დაუთმობს, თუ არა დარბაზს საზოგადოებრივი მოძრაობის ”ქართული ოცნების” პრეზენტაციისთვის. 25 ნოემბერს დაგეგმილი პრეზენტაციის გადადების შესახებ ივანიშვილის პრესსამდივნომ ორშაბათს განაცხადა და მიზეზად შეკრების ადგილის დაქირავების მხრივ შექმნილი პრობლემები დაასახელა. დღეს ბიზნესმენის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად ბლოკირებულია შენობაც, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისი უნდა განთავსდეს. ადვოკატის განმარტებით, საუბარია "ქართუ ჯგუფის" მფლობელობაში არსებულ ჟურნალისტთა სახლის შენობაზე, რომლის შემოღობვა რეკონსტრუქციის მიზეზით დაიწყო თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებისას ტერიტორიის შემოღობვა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია, მაგრამ მსგავს შემთხვევაში კეთდება დერეფანი, რათა მოქალაქეების მუშაობა, ან გადაადგილება არ შეფერხდეს. ”ჩვენს შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ მსგავსი დერეფანი არ გაკეთებულა და შენობაში შესვლა საერთოდ, ვერ მოხერხდება”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა. მან სამუშაოების პერიმეტრზე დროებითი გზის გასაკეთებლად მერიას უკვე მიმართა და თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებს.
XS
SM
MD
LG