Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერ-მინისტრი სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს სირიის ლიდერს კიდევ ერთხელ მოუწოდა გადადგეს და დაასრულოს სისხლიანი რეპრესიები საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. ერდოანი ამ განცხადებით ანკარაში, მმართველი პარტიის შეხვედრაზე გამოვიდა. მისი თქმით, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა დასკვნები უნდა გამოიტანოს სხვა დიქტატორების ძალადობრივი დამხობის ფაქტებიდან. ერდოანის განცხადებები წინ უსწრებს გაეროში დანიშნულ კენჭისყრას რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ასადის რეჟიმს გმობს რვა თვის განმავლობაში წარმოებული რეპრესიების გამო. რეზოლუციის პროექტი გერმანიამ წარუდგინა გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტს. როგორც ვარაუდობენ, პროექტს დღეს დაამტკიცებენ. დეკემბერში კი საკუთრივ გენერალურ ასამბლეაზე შედგება კენჭისყრა. გაეროს შეფასებით, 3,500-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც სირიის რეჟიმმა ანტო-სამთავრობო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მარტში რეპრესიები დაიწყო.
XS
SM
MD
LG