Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სამხედრო საბჭოს ლიდერმა ერს სიტყვით უნდა მიმართოს


ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, მარშალმა ჰუსეინ ტანტავიმ დღეს ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით უნდა მიმართოს. ამის შესახებ ცნობა სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა იმ ფონზე, როცა გრძელდება საპროტესტო აქციები, სამხედრო მმართველობის დასრულების და ხელისუფლების სამოქალაქო პირებისთვის გადაცემის მოთხოვნით. ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 1,200-ზე მეტი დაიჭრა შაბათის შემდეგ, აქციების მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებში. კაიროს ცენტრალურ თაჰრირის მოედანზე დღესაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.
XS
SM
MD
LG