Accessibility links

ტაჯიკეთში გაათავისუფლეს კონტრაბანდის ბრალდების გამო დაპატიმრებული პილოტები


ტაჯიკეთში სააპელაციო სასამართლომ დღეს გაათავისუფლა ორი პილოტი, რომლებიც კონტრაბანდის ბრალდების გამო დააპატიმრეს. ორ პილოტს მიმდინარე თვეში 8 ნახევარი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა - რასაც რუსეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. პილოტებს ბრალი იმაში დაედოთ, რომ ქვეყანაში უკანონოდ შეფრინდნენ და კონტრაბანდის სახით თვითმფრინავის ნაწილები შეიტანეს. ისინი მარტში დააკავეს - მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან მომავალი რეისით დუშანბედან სამხრეთით დაეშვნენ. რუსეთის მთავრობამ ასობით ტაჯიკი მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა - რაც ბევრმა სამაგიეროს გადახდად მიიჩნია. დღეს პროკურორებმა სასამართლოს მიმართეს თხოვნით, მათთვის შეემცირებინა პატიმრობის ვადა. ბოლოს პილოტები - სადოვნიჩი და რუდენკო - ამნისტიით გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG