Accessibility links

იანუკოვიჩის განცხადებით, ტიმოშენკო მკურნალობას ციხის გარეთ გაივლის


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, იულია ტიმოშენკო, მკურნალობას კიევში, ციხის გარეთ გაივლის, მომავალი ორი დღის განმავლობაში. იანუკოვიჩის განცხადების ფონია მზარდი შეშფოთება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკრაინის ომბუდსმენმა, ნინა კარპაჩევამ ორშაბათს განაცხადა, რომ ტიმოშენკოს ჯამნრთელობის „სერიოზული პრობლემები“ აქვს და ციხის გარეთ საჭიროებს მკურნალობას. ომბუდსმენის თქმით, მან ტიმოშენკო ციხეში მოინახულა და შოკირებული დარჩა იმის აღმოჩენით, რომ ტიმოშენკოს სისუსტის გამო ლოგინიდან წამოდგომა უჭირს.
XS
SM
MD
LG