Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორენო-ოკამპო: ლიბიას შეუძლია კადაფის ვაჟის გასამართლება


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებით, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟის გასამართლება შეიძლება რომ ლიბიაში მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, თუ ბრალდებულად ცნობენ, მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება. ლუის მორენო-ოკამპო ამ განცხადებით ტრიპოლიში გამოვიდა - სადაც მმართველი გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. საბჭო აცხადებს, რომ საიფ ალ-ისლამი და უშიშროების ყოფილი ხელმძრვანელი, აბდულა ალ-სენუსი ლიბიაში უნდა გასამართლდნენ, ჰააგის ნაცვლად. ორივე კვირას შეიპყრეს, ქვეყნის სამხრეთში. ტრიპოლიში მყოფმა მორენო-ოკამპომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლო მზად არის ლიბიის მთავრობას დახმარება აღმოუჩინოს საქმის წარმოების პროცესში. საერთაშორისო სასამართლომ 27 ივნისს გასცა კადაფის, მისი ვაჟის, საიფ ალ-ისლამის და უშიშროების სტრუქტურების ხელმძღვანელის, ალ-სენუსის დაპატიმრების ორდერი, ლიბიაში ამბოხების ჩახშობის მცდელობისას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილობის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG