Accessibility links

ლიბიაში გარდამავალი მთავრობის წევრები დასახელდნენ


ლიბიის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა აბდელ რაჰიმ ალ კიბმა დაასახელა დროებითი მთავრობის წევრთა შემადგენლობა, მას შემდეგ, რაც მათ მხარი დაუჭირა ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ. გარდამავალი მთავრობა ნავთობით მდიდარ ქვეყანას ივნისამდე, ეროვნული კონგრესის არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით ლიბიის გარდამავალ მთავრობაში მინისტრთა სავარძლების უმრავლესობა წილად ხვდათ მეამბოხეთა არმიის ლიდერებს, რომლებმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს მოამარ კადაფის რეჟიმის დამხობაში. კერძოდ ლიბიის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ქალაქ ზინტანის სამხედრო დაჯგუფების მეთაური ოსამა ჯული, რომლის მებრძოლებმა შაბათს დამხობილი დიქტატორის ვაჟი - სეიფ ალ ისლამი შეიპყრეს.
XS
SM
MD
LG