Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს აღარ მიაწვდის ინფორმაციას ევროპაში სამხედრო ძალების შესახებ


აშშ აპირებს შეწყვიტოს ზოგიერთი ვალდებულების შესრულება, რასაც ვაშინგტონს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება ავალდებულებს. ამის თაობაზე 22 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომლის თქმითაც მოსკოვს, კერძოდ, აღარ გადაეცემა მონაცემები არაბირთვული შეიარაღებული ძალების შესახებ. ნულანდის თქმით აღნიშნული გადაწყვეტილებს მიღება პასუხია რუსეთის ქმედებაზე, რომელმაც 2007 წელს ცალმხრივი წესით შეწყვიტა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მაშინ როცა ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები მოსკოვს აწვდიდნენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების შესახებ. "ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, ევროპელი მოკავშირეები ასევე აპირებენ შეაჩერონ რუსეთისათვის შეიარაღების შესახებ მონაცემების მიწოდება.
XS
SM
MD
LG