Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს ამერიკულ კომპანიებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკულ კომპანიებს (მათ შორის ნავთობგიგანტ ”ექსონმობილს”) აფრთხილებს ლეგალურ რისკებზე, რომელთა წინაშეც ისინი დგებიან ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებასთან ენერგეტიკის სფეროში ხელშეკრულებების გაფორმებისას მაშინ, როცა ეს ერაყის ცენტრალური ხელისუფლების სურვილს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მანვე კიდევ ერთხელ მოუწოდა ერაყს აამოქმედოს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ერაყის ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მართვისთვის არის აუცილებელი. ”რაც მალე გააკეთებენ ამას, მით უფრო სწრაფადნ შეძლებენ კომპანიები ინვესტირებას ლეგალურად სანდო გზით”. კომაპნია ”ექსონმობილმა” გასულ თვეში ერაყის ქურთისტანთან გააფორმა ხელშეკრულება რამდენიმე ადგილის კვლევაზე. ერაყის ცენტრალური ხელისუფლება აცხადებს, რომ ნებისმიერ კონტრაქტს, რომელიც მასთან არ იქნება გაფორმებული, უკანონოდ თვლის.
XS
SM
MD
LG