Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის თალიბანი უარყოფს მთავრობასთან შეთანხმებაზე ცნობას


პაკისტანის თალიბანის წარმომადგენელი უარყოფს, რომ ეს ჯგუფი პაკისტანის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა, ან შეთანხმებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ”ასოშიეიტედ პრესმა” გაავრცელა უარყოფის შესახებ ცნობა. ამის პარალელურად პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღეს პაკისტანის პოლიციის განყოფილებაზე მოხდა თავდასხმა და მოკლულია ორი პოლიციელი, დაიჭრა ოთხი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თავდამსხმელებმა გაიტაცეს იარაღი და პოლიციელთა ფორმები.
XS
SM
MD
LG