Accessibility links

logo-print

კაიროს ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა არ მიიღეს სამხედრო საბჭოს წინადადება


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაიროს ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის ბოლოდროინდელი შეტაკებებისას სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მომიტინგე კვლავაც ტაჰრირის მოედანზე იმყოფება. ისინი უმაღლესი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის, მარშალ მუჰამედ ჰუსეინ ტანტავის გადადგომას მოითხოვენ და უარყოფითად აფასებენ მის გუშინდელ სატელევიზიო მიმართვას. ტანტავის ერთ-ერთი შეთავაზებაა რეფერენდუმის ჩატარება სამოქალაქო პირებისთვის ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხზე. ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ ეგვიპტეს სამხედრო საბჭო მართავს. 28 ნოემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
XS
SM
MD
LG