Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს სირიაში 30-მდე სამოქალაქო პირი მოკლეს


სირიელი აქტივისტების ცნობით, სულ ცოტა, 28 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული სამშაბათს. იმავე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაგმო სირიის მმართველი რეჟიმის ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქტივისტები იუწყებიან ძალადობის აქტებზე ცენტრალური სირიის ქალაქებიდან, ჰამიდან და ჰომსიდან, ისევე როგორც აღმოსავლეთში მდებარე დეირ ელ-ზურიდან და სხვა დასახლებებიდან. გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სამშაბათს დიდი უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია ადამიანის უფლებების დარღვევა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ და რომელიც შეიცავს მოწოდება ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ. გაეროში სირიის ელჩმა, ბაშარ ჯააფარიმ რეზოლუციის ინიციატორი ქვეყნები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია დაადანაშაულა „სირიის წინააღმდეგ მედიის, პოლიტიკური და დიპლომატიური ომის“ წარმოებაში. გაეროს მონაცემებით, 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს.
XS
SM
MD
LG