Accessibility links

logo-print

თურქმენეთის ლიდერი ჩინეთს ეწვია გაზზე კონტრაქტის გასაფორმებლად


თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ჩინეთს ეწვია ბუნებრივი აირის ექსპორტზე კონტრაქტის ხელმოსაწერად. კონტრაქტი ითვალისწინებს გაზის ექსპორტის გაზრდას წელიწადში 25 მილიარდი კუბური მეტრით, რის შედეგადაც წელიწადში 65 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს ჩინეთში თურქმენეთის გაზის ექსპორტი. ეს არის ჩინეთში 2010 წელს მოხმარებული გაზის მოცულობის ნახევარზე მეტი. ხუთშაბათს ბერდიმუხამედოვი დაესწრება თურქმენეთიდან სამხრეთ ჩინეთში გაყვანილი 8700-კილომეტრიანი მილსადენის გახსნას.
XS
SM
MD
LG