Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა აზერბაიჯანელი მწერალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს


ბაქოში გარდაიცვალა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი, რაფიკ თაღი, რომელიც 19 ნოემბერს დაჭრეს, როცა ის გვიან საღამოს შინ ბრუნდებოდა. რაფიკ თაღი მიეკუთვნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსებს, აკრიტიკებდა ასევე პოლიტიკურ ისლამს და ირანს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, თაღის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანით მიყენებული შვიდი ჭრილობის მიუხედავად, სტაბილურად იყო მიჩნეული, გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრეც, როცა მას საავადმყოფოში ესაუბრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG