Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაფუძნდა რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდი


საქართველოში რონალდ რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი დაფუძნდა. პარტნიორობის დოკუმენტს ქართული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ვასილ სიხარულიძემ და რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰოიბუხმა ხელი დღეს თბილისში მოაწერეს. თავისუფლების ცენტრი საქართველოში იმუშავებს რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსით. ცენტრის მიზანია სამოქალაქო განათლებითი საქმიანობითა და საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტებს გაძლიერებას და უსაფრთხოების განმტკიცებას.
XS
SM
MD
LG