Accessibility links

logo-print

ლეიბორისტულმა პარტია: მზადდება "ვარდების რევოლუცია 2"


ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ ამერიკელების დაკვეთით საქართველოში "ვარდების რევოლუცია 2" მზადდება. თბილისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ 8 წლის წინანდელ მოვლენებს უწოდა ”გარედან სოროსის, ხოლო შიგნიდან ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ვარდების რევოლუცია" და დასძინა, რომ პირველი პროექტის სრული დისკრედიტაციისა და გავლენის სფეროს დაკარგვის საფრთხის გათვალისწინებით, ამერიკელები მეორე პროექტზე მუშაობენ. ლეიბორისტების შეფასებით, ამჯერადაც ახალ რევოლუციის აპირებენ პროამერიკული პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსურად უზრუნველყოფა კი ევალება "სოროსი 2"-ს, ბიძინა ივანიშვილს. ლეიბორისტულმა პარტიამ საზოგადოებას მოუწოდა, მოვლენების ამგვარი განვითარება არ დაუშვას.
XS
SM
MD
LG