Accessibility links

logo-print

ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა გიორგი თარგამაძემ


ამერიკელ კონგრესმენებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების მეტი გარანტიები და ხალხს სჭირდება მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება. თარგამაძის თქმით, ყველა ამ პრობლემის გასაღები საზოგადოების მთლიანობაშია, რათა ქვეყნის მომავალი არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური, არჩევნების გზით გაუმჯობესდეს. როგორც შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, ამერიკელ კონგრესმენებს იმის შესახებ ესაუბრა, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელია, მაგრამ დემოკრატიული არ არის. მისივე თქმით, დემოკრატიული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება ქვეყნის მთავარი გამოწვევაა. ”ახლების” ლიდერმა აღნიშნა, რომ კონგრესმენებს ესაუბრა აგვისტოს ომის შედეგებზეც და ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადებებზე.
XS
SM
MD
LG