Accessibility links

logo-print

გაიმართა ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან


დღეს თბილისში გაიმართა ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ კონგრესმენებს მომავალი არჩევნებისთვის მზადებაზე, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებსა და მედიაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. მისივე თქმით, განიხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. "ჩვენ შევთანხმდით, რომ ქვეყანაში ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით გადაცემაა უპირველესი ტესტი, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს და ეს იქნება წინაპირობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ამერიკელ კონგრესმენებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიზაცია იყო.
XS
SM
MD
LG