Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, სრული შეწყალება შეეხო 111 მსჯავრდებულს, ექვსს სასჯელი გაუნახევრდა, ორს კი შეუმცირდა. კალმახელიძის თქმით, შეწყალება შეეხო 18 პირობით მსჯავრდებულსაც, რომლებსაც სასჯელი მოეხსნა. მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის 8 ქალი და 2 არასარულწლოვანია.
XS
SM
MD
LG