Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა წარმოადგინა აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის საპასუხო გეგმა


პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი თავის რაკეტებს მიმართავს ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვისათვის განკუთვნილი ობიექტების წინააღმდეგ, თუ შეერთებული შტატები არ გაითვალისწინებს მოსკოვის შეშფოთებას, რომელსაც იწვევს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმა. მედვედევმა დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთმა რაკეტები შესაძლოა, განათავსოს დასავლეთში მდებარე კალინინგრადის ოლქში და სხვა რეგიონებში, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას შეერთებული შტატების გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას 2020 წლამდე. მედევედის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნიოს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე შეერთებულ შტატებთან შეთანხმებებიდან გამოსვლა და შეიარაღების კონტროლზე სხვა შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკების შეჩერება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს ამჟამინდელი გეგმის განხორციელებას. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვა საჭიროა ისეთი ქვეყნებიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის გამო, როგორიც არის ირანი, მაგრამ რუსეთი შიშობს, რომ ანტისარაკეტო სისტემა მის ბირთვულ არსენალს დაასუსტებს.
XS
SM
MD
LG