Accessibility links

logo-print

თბილისში გაიხსნა რონალდ რეიგანის ძეგლი


თბილისში გაიხსნა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლი. ბრინჯაოს ქანდაკება - სკამზე ჩამომჯდარი მომღიმარე რეიგანის გამოსახულება - რიყის პარკში დგას. გახნის ცერემონიაზე, რომელიც საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ მერვე წლისთავზე გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქანდაკება არის საქართველოსა და რუსეთის ფასეულობებს შორის არსებული სხვაობის სიმბოლო. სააკაშვილის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლა, რაც რონალდ რეიგანის პოლიტიკის შედეგი იყო, რუსეთის ლიდერის მიერ გამოცხადებულია „მე–20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად“. ეს იყო მინიშნება „უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედიის“ შესახებ განცხადებაზე, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადმირ პუტინს ეკუთვნის. რონალდ რეიგანის დაბადების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს მისი ძეგლები დაიდგა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის ბრიტანეთში, პოლონეთსა და უნგრეთში. დღეს საქართველოში დაფუძნდა აგრეთვე რონალდ რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და უსაფრთხოების განმტკიცებას.
XS
SM
MD
LG