Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი სირიაში ”უსაფრთხოების ზონების” შექმნას ითხოვს


საფრანგეთი გამოვიდა მოწოდებით, სირიაში შეიქმნას უსაფრთხოების ზონები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამის შესახებ გუშინ, პარიზში განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს სირიის სამოქალაქო მოსახლეობას, ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. ჟიუპემ გამორიცხა სირიაში სამხედრო ინტერვენციისა ქვეყნის ჩრდილოეთით ბუფერული ზონის შექმნის შესაძლეობლობა.
XS
SM
MD
LG